გიორგი ქობულიამ „ნენსკრა ჰიდროსთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ სს „ნენსკრა ჰიდროსთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ხელმოწერა განხორციელდა აღნიშნული ენერგეტიკული პროექტის ინვესტორის, კორეის წყლის რესურსების კორპორაციის „ქეი უოთერის“ აღმასრულებელი დირექტორის ჰაკსუ ლის ვიზიტის ფარგლებში.

„ნენსკრა ჰიდროს“ მხრიდან დოკუმენტს ხელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნიანგ კიმმა მოაწერა. ხელმოწერას, ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა.

შეხვედრისა და მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა კორეული კორპორაციის საქმიანობა საქართველოში და თანამშრომლობის რამდენიმე დადებით ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ამჟამად ნენსკრა ჰესის ინვესტორ კომპანიას 60-მდე პირი ჰყავს დასაქმებული, აქტიური მშენებლობის პროცესში კი მათი რაოდენობა 1000-ს მიაღწევს.

მინისტრის განცხადებით, „ქეი უოთერი“ ქართველ ინჟინრებს კორეაში გადაამზადებს, ასევე გადაამზადებენ უშუალოდ მშენებლობაზე დასაქმებულ რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომლებიც, ნენსკას მშნებლობის პროექტის დასრულების შემდეგ, სხვა ანალოგიურ პროექტებში შეძლებენ მუშაობის დაწყებას.

„ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვეხმარება ჩვენი მუშახელის ტექნიკური კომპეტენციებისა და კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ დასაქმებაში. თუმცა ნენსკრა ჰესი პირველ რიგში არის მსხვილი ჰესი, რომელიც მოგვცემს ელექტროენერგიას, რაც ასე გვესაჭიროება გაზრდილი ენერგომოხმარების ფონზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კორეის წყლის რესურსების კორპორაციის (K-Water) აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკსუ ლიმ განაცხადა, რომ „კორპორაცია “ქეო უოთერი” 50 წელიწადზე მეტია, წარმატებით ახორციელებს მაღალი სირთულის პროექტებს როგორც წყლის რესურსების მართვის, ისე ჰიდროენერგეტიკის დარგებში.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ნენსკრა ჰესის პროექტის ფარგლებში ჩვენი მიმდინარე და სამომავალო თანამშრომლობის საკითხები. ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ეს პროექტის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი იქნება“, - განაცხადა ჰაკსუ ლიმ.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ჯამური ინვესტიცია 1.3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო