პროკურატურა - ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ადვოკატს არ წარუდგენია კონკრეტული გეგმა და ხედვა დამატებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველ ადვოკატ ამირან გიგუაშვილთან შეხვედრა დასრულდა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორთან და გამომძიებელთან გამართულ შეხვედრაზე ადვოკატს არ წარუდგენია კონკრეტული გეგმა და ხედვა დამატებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

„ერთი თვის წინ, გენერალურ პროკურორთან გამართულ შეხვედრაზე, ცოტნე გამსახურდიამ და მისი ინტერესების დამცველმა მიიღეს შეთავაზება, მოემზადებინათ და წარედგინათ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფთა ინტერესების გათვალისწინებით, დაასახელებდა კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელთა ჩატარების მიზანშეწონილობასაც თავად მიიჩნევდნენ საჭიროდ.

ამასთან, შეთანხმებისამებრ, ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები.

პროკურატურა განაგრძობს მუშაობას საქართველოს ექსპრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის როგორც დაზარალებულის ოჯახს, ასევე საზოგადოებას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა