ნუკრი ქანთარია - ყველა ზღვარს სცდება ასეთი ხერხებით ანგარიშსწორება

ყველა ზღვარს სცდება ასეთი ხერხებით ანგარიშსწორება. ჩვენ ეს წარსულს ჩავაბარეთ. ოდნავადაც არ მინდა დავსვა კითხვა, ხელისუფლებისგან ხომ არ არის ეს გამოშვებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, გამოძიებას არ უნდა გაუჭირდეს სავარაუდო წრის დადგენა, თუ ვის შეიძლება ჰქონოდა აღნიშნული მასალები.

„ყველა ზღვარს სცდება ასეთი ხერხებით ანგარიშსწორება. ჩვენ ეს წარსულს ჩავაბარეთ, გავანადგურეთ, რომ მართლაც წარსულში წასულიყო. აღმოჩნდა, რომ ვისაც სურვილი აქვს, ჰქონია ეს ჩანაწერები. როგორც ჩანს, ვიღაცებს ეს ხელთ ახლაც აქვთ. მე მგონი, გამოძიებას არ უნდა გაუჭირდეს დადგენა, ვის მიუწვდებოდა ხელი ამაზე. ოდნავადაც არ მინდა კითხვა დავსვა ხელისუფლებისგან, რომელიმესგან ხომ არ არის ეს გამოშვებული, ამაზე ვერც კი ვფიქრობ. არ მგონია, რომ ვინმეს მოსვლოდა ეს თავში. ამით აზიანებს მთლიან ატმოსფეროს და არა კონკრეტულ ადრესატს“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

იხილეთ ვიდეო: "ყველა ზღვარს სცილდება უკვე ასეთი ხერხებით ანგარიშსწორება"

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა