მიხეილ სააკაშვილი - გამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა

გამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა, - ასე ეხმაურება სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, საქართველოს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი განათლების სფეროში მავნებლურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

„ივანიშვილმა გააუქმა ამერიკელი მასწავლებლების მიერ ინგლისურის სწავლის პროგრამა, დახურა ამერიკული ტექნოლოგიური და შავი ზღვის უნივერსიტეტები, ქვეყნიდან გააქცია ბენდუქიძე და დააზიანა მისი უნივერსიტეტი და ახლა ყველა ბავშვის მომავალს შეეხო, ამ უკიდურესად მავნებლური გადაწყვეტილებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

2019 წელს მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი მე-12 კლასისაც. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ამასთან, იმ პირებს, ვინც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ატესტატი ვერ აიღეს, უფლება აქვთ, შესაბამის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა