ივანე მაჭავარიანი მონაწილეობას მიიღებს პანელში „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ჟურნალ „THE ECONOMIST-ის“ წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019-ის“ ეგიდით გამართულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, ივანე მაჭავარიანი პრეზენტაციას გამართავს სპეციალურ პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.

ფინანსთა მინისტრთან ერთად პანელის სპიკერებად მოწვეულები არიან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართება დისკუსია, რომელიც მიეძღვნება დაგროვებით საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

აღნიშნულ პანელში მონაწილეობას მიიღებენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საპენსიო ფონდის თავმჯდომარე ლევან სურგულაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დღეს გაიხსნა. კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა