დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით 5 თებერვალს წარსდგება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვით 5 თებერვალს წარსდგება.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოზის მიწვევა მიიღო, რომ კონგრესის წინაშე სიტყვით წარსდგეს.

„პატივცემულო წარმომადგენელთა პალატის სპიკერო, მადლობა მოწვევისთვის, 5 თებერვალს სიტყვით გამოვიდე კონგრესის ორივე პალატის წინაშე „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვით. ამ მოწვევის მიღება ჩემთვის დიდი პატივია. ბევრი შესანიშნავი რამ გვაქვს სათქმელი, ასევე ბევრი ამოცანა დგას ჩვენ წინაშე, რომელიც უნდა შევასრულოთ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას 5 თებერვალს“, - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად დონალდ ტრამპის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლა 29 იანვრისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოზიმ უარი განუცხადა პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლაზე ე.წ. „შათდაუნის“ გამო.

როგორც წესი, აშშ-ს პრეზიდენტი „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიურ მიმართვაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე თავის ხედვას წარადგენს, ასევე საუბრობს შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს