საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, IRI-ის პრეზიდენტსა და ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს, დენიელ ტვინინგსა და ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორს, სტივენ ნოქსს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

დენიელ ტვინინგმა შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა და მზაობა გამოხატა, კიდევ უფრო გაღრმავდეს საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოსთან ურთიერთობები და მხარდაჭერა, კონკრეტულად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების ჩართულობას, ქალთა გაძლიერებასა და რეგიონების გააქტიურებას პოლიტიკურ პროცესებში. დენიელ ტვინინგმა დასძინა, რომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერება როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ ემსახურება საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერებას.

ამას გარდა, მხარეებმა ისაუბრეს საპრეზიდენტო არჩევნებზე და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე როგორც საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის კუთხით, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების განხორციელების პროცესში. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ქართული დემოკრატიის განვითარების მიზნით.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის წევრებმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლო რეფორმისა და არსებული გამოწვევების შესახებაც.

შეხვედრას ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე .

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს