საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 28 იანვარს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხიდიდან მდინარე მტკვარში მამაკაცი გადახტა, რაზეც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რეაგირება მოახდინეს.

„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პატრულ-ინსპექტორებმა, სწრაფი რეაგირების შედეგად, წყალში მყოფი მოქალაქე ამოიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო