„ნენსკრა ჰიდროსა“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“ნენსკრა ჰესის” ინვესტორი კომპანიის - “კორეის წყლის რესურსების კორპორაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ჰაკსუ ლის ვიზიტის ფარგლებში სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „ნენსკრა ჰიდროდან“ აცნობეს, მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა სუნიანგ კიმმა მოაწერეს ხელი.

„მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ნენსკრა ჰესის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და სამომავალო თანამშრომლობის საკითხები. ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ეს პროექტის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი იქნება,“ - განაცხადა „კორეის წყლის რესურსების კორპორაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაკსუ ლიმ.

კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water (“ქეი უოთერი“) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც 1967 წელს დაარსდა. მას 24 ქვეყანაში მაღალი სირთულის 67 პროექტი აქვს განხორციელებული. ამჟამად K-water მრავალი დანიშნულების მქონე 16 კაშხალს მართავს.

„სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. www.nenskra.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო