ნიკოლას მადურო ტრამპს - ნუ ერევი ვენესუელას საქმეებში, ხელები შორს ვენესუელასგან!

ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა, თავი დაანებოს ვენესუელას.

„გადატრიალება ვენესუელაში? არ გამოვა! ნუ ერევი ვენესუელას საქმეებში, ხელები შორს ვენესუელასგან! დაუყოვნებლივ! ტრამპო, პასუხისმგებელი ხარ ნებისმიერ ძალადობაზე, რომელიც ვენესუელაში შეიძლება მოხდეს. სისხლი, რომელიც შეიძლება ვენესუელაში დაიღვაროს თქვენზე იქნება“, - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

მან ასევე მიმართა ოპოზიციას და მათ მოუწოდა „კეთილგონიერება გამოიჩინონ და დიალოგი დაიწყონ“.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ვენესუელას სასარგებლოდ მზად ვარ მოლაპარაკებები დავიწყო ოპოზიციასთან, სადაც უნდათ და როდისაც უნდათ. ჩვენ ხალხს მოვუწოდებთ გაერთიანებისკენ, მშვიდობისკენ და კონსტიტუციის პატივისცემისკენ. ოპოზიციას კი მოვუწოდებ, კეთილგონიერება გამოიჩინონ. დროა, ეროვნული დიალოგი გამოვაცხადოთ“, - დასძინა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს