კახეთის გზატკეცილის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 45 მილიონი ლარი დაიხარჯება

2019 წელს კახეთის გზატკეცილის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 45 მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა სხვა პროექტებზეც.

„თბილისის მერია სასტუმრო „რედისონის“ ქვემოთ არსებული გვირაბის რეაბილიტაციასაც გეგმავს. ვინც დღეს აქ მობრძანდით, ალბათ ნახავდით, რა მძიმე მდგომარეობაშია ეს გვირაბი. ამ პროექტის განხორციელებაზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. მოწესრიგდება რუსთაველის მეტროს მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელიც. მის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 1,3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

კახეთის გზატკეცილი ყველანაირი თვალსაზრისით არის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა. თუნდაც, ავიღოთ ის, რომ სტუმარი, რომელიც თბილისში ჩამობრძანდება, ამ გზით შემოდის ქალაქში. ეს გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ დავიწყეთ მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო გზის მოწესრიგება. მიწის ქვემოთ არსებული ყველა კომუნიკაცია უკვე შეცვლილია - საკანალიზაციო, სანიაღვრე, წყლის მილები მთლიანად განახლდა. პირველ რიგში ეს სამუშაოები იმის გამო გავაკეთეთ, რომ მოძრაობა გარკვეულწილად შეიზღუდება, ვინაიდან საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ამ პროექტის ფარგლებში განახლდება გამწვანება, განათების ბოძები, დამონტაჟდება ევროპული ტიპის LED-სანათები, რომელიც ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 45 მილიონი ლარი დაჯდება, 7 მილიონი დაიხარჯება გარე განათების მოწესრიგებაზე და 7 მილიონზე მეტი მოხმარდება მწვანე სივრცეების მოწყობას. ეს პროექტი 2019 წელს დასრულდება. საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტია, თუმცა დამეთანხმებით ჩვენი ქალაქისთვის ყველა ამ პროექტის განხორციელება აუცილებელია“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა