თბილისის მერია გორგასლის ქუჩაზე, სანაპიროსთან, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს

თბილისის მერია გორგასლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა, გორგასლის ქუჩაზე, სანაპიროსთან არსებული საავტომობილო გზა მიწის ქვეშ, გვირაბის საშუალებით გავა, ხოლო მიწის ზემოთ, აღნიშნულ მონაკვეთზე მწვანე სივრცე მოეწეობა.

კალაძის თქმით, მეტეხის ხიდის გაგრძელებაზე საფეხმავლო ხიდი გაკეთდება, რომელიც ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.

მისივე ინფორმაციით, 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამწვანდება. პროექტი 110 მილიონი ლარი დაჯდება და 2020 წელს დასრულდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო