დიღმის ჭალების პროექტით, დასასვენებელი ინფრასტრუქტურის, სპორტული მოედნების და ამფითეატრის მოწყობა იგეგმება

თბილისის მერია დიღმის ჭალების პროექტის განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც 11 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა, დიღმის ჭალების პროექტი 2-წლიანია და მისი განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება.

კალაძის ინფორმაციით, დიღმის ჭალების პროექტი ასახულია თბილისის გენგეგმაში და ახლო მომავალში ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული სივრცე, დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, სპორტული მოედნებით, ამფითეატრით და ასე შემდეგ.

“ჩვენ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და მისი მოგვარების გზებზე ბევრს ვსაუბრობთ. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ რეგულაციების გამკაცრებას და მწვანე სივრცეების შექმნას. ერთი წლის განმავლობაში არც ერთი სამშენებლო ნებართვა მწვანე სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე არ გაცემულა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, 2019 წელს, სოფელ დიღომის კანალიზაციის მოწყობის სამუშაოებისთვის 3-მილიონი ლარი დაიხარჯება.

იხილეთ ვიდეო: როგორი იქნება ახალი მწვანე სივრცე, რომელიც ე.წ. "დიღმის ჭალების" ტერიტორიაზე მოეწყობა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა