ირაკლი კობახიძე ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე - პირადად ჩავყვები ამ საქმეს ბოლომდე იმისთვის, რომ სამართალდამცავებმა ყველაფერი ზედმიწევნით გამოიკვლიონ

მე, პირადად ჩავყვები ამ საქმეს ბოლომდე იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით განუცხადა.

კობახიძის შეფასებით, “პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, არის ამორალური".

“ პირადი კომუნიკაცია მქონდა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, თუ რასთან გვაქვს რეალურად შეხება. უნდა გაირკვეს, არიან თუ არა სხვა მოწმეები და ვინ არიან ისინი, ჩაეძიონ და დადგინდნეს ზედმიწევნით ზუსტად ის, თუ რასთან გაქვს საქმე.

მითუმეტეს, საქმე ეხება პარლამენტის წევრს, აქედან გამომდინარე ბოლომდე მე პირადად ჩავყვები ამ საქმეს იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი",- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ფაქტთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ისინი უფრთხილდებიან გუნდს და მოქმედებენ გუნდის ინტერესების შესაბამისად.

„მე ვერ გეტყვით რა იგულისხმა მან ამ განცხადებაში, მაგრამ ვუფრთხილდებით ჩვენს გუნდს და ვმოქმედებთ გუნდის ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას, კობახიძის თქმით, ჭიჭინაძე გუნდის წევრი არ არის და შესაბამისად, მისი განცხადების შეფასებას ვერ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა