ჯვრის მონასტერთან მომუშავე გარემოვაჭრეების ინფორმაციით, დაზუსტდება ის ალტერნატიული ფართი, სადაც საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ

მცხეთის ჯვრის მონასტერთან მომუშავე გარემოვაჭრეების ინფორმაციით, დაზუსტდება ის ალტერნატიული ფართი, სადაც საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ გიორგი კოზმანაშვილმა განუცხადა, მათ სთავაზობენ ავტომობილების სადგომიდან 15-18 მეტრით დაშორებულ ადგილს, რაც მათთვის მისაღება.

„დღეს უნდა შეხვდნენ ქალაქის მერი და ჯვრის მონასტრის წინამძღვარი და საბოლოოდ დაზუსტდეს ის ადგილი და ფართი, სადაც ჩვენ შევძლებთ დადგომას და პროდუქციის გაყიდვას. მერიამ გვითხრა, რომ თავად დაგვეხმარება დახლების განთავსებაში, რომელიც მერიას უკვე მზად აქვს“, - განაცხადა გიორგი კოზმანაშვილმა.

ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვრის, კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. საქართველო საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვრის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო. ეკლესიის ჭიშკარი 16 იანვარს გაიხსნა, რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, მათ დღემდე მუშაობა შეჩერებული აქვთ. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა გაიმართა ასევე საპატრიარქოში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა