კალა-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კალა-უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი კმ30-კმ90 (ჯვარი-დიზი) მონაკვეთში თავისუფალია.

ამასთან, კმ90-კმ186 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ამავე გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.