კახა კალაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე - მე მგონი, ჩვენ ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ

მე არ ვიცი რა ჩანაწერზეა საუბარი. გუშინ საუბარი იყო, რომ ვრცელდებოდა ჩანაწერები, თუმცა არავის არ უნახავს ეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს მართლაც ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი. თბილისის მერი გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერები მმართველი გუნდის წევრების მხრიდან გავრცელდა.

„მე არ ვიცი ზოგადად რა ჩანაწერებზეა საუბარი. გუშინ საუბარი იყო, რომ ვრცელდებოდა, თუმცა არავის არ უნახავს ეს ვიდეო ჩანაწერები. ჩემთვის ზოგადად კატეგორიულად მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, ჩანაწერები და ა.შ. მე მგონი ჩვენ ყველამ ერთად ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ. რა თქმა უნდა, გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს რასთან გვაქვს საქმე. მე არ ვიცი, შეიძლება ვიღაც კონკრეტული ადამიანები რაღაცას აკეთებდნენ ამ მიმართულებით. გამოძიება, ალბათ, ყველა კითხვას გასცემს პასუხს. თუ ასეთი ფაქტი მართლაც იყო და მართლაც იყო ნაჩვენები ეს ჩანაწერები, ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის,"- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა