ირაკლი კობახიძე - კახა კალაძე ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ის არის ძალიან ძლიერი ლიდერი და მენეჯერი

კახა კალაძე ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ის არის ძალიან ძლიერი ლიდერი და მენეჯერი. დღეს წარმოდგენილი პროექტები არის შთამბეჭდავი, როგორც თავისი მოცულობით, ასევე იმითაც, რომ ძალიან სწორად არის დაგეგმილი და დანახული ყველაფერი ის, თუ რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კახი კალაძე ნამდვილად ემსახურება თბილისს და ის იქნება ძალიან წარმატებული მერი.

„დღეს კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მერი და მერია უნდა ემსახურებოდეს საკუთარ ქალაქს და ეს სიტყვა ყველაზე კარგად გამოხატავს უშუალოდ მის დამოკიდებულებას თავის ქალაქისადმი და ასევე ქალაქის მოსახლეობისადმი. ის ნამდვილად ემსახურება თბილისს და ის იქნება ძალიან წარმატებული მერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს