ადვოკატი - არ არსებობს იმის სამართლებრივი მტკიცებულებები, რომ ოთარ ფარცხალაძემ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა

სამართლებრივი მტკიცებულებები იმისა, რომ ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, არ არსებობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.

ფარცხალაძეს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესს ბრალდებული ყოფილი პროკურორიც ესწრებოდა.

„ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს დაუსაბუთებელი ბრალი წარედგინათ ე.წ. „ელცენტროს“ ინციდენტთან დაკავშირებით, თითქოს, ლაშა თორდიას ცემის ფაქტს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენ სამართლებრივად ბრძოლის რეჟიმში ვართ. ბატონი ოთარიც და ბატონი მიხეილიც ბრალს არ აღიარებენ, ვინაიდან მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბატონი ოთარ ფარცხალაძის მიერ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი არ არის. თუმცა, იყო მცდელობა პროვოცირებისა ე.წ. დაზარალებულად ცნობილი პირის მხრიდან. წარდგენილ ბრალდებაში ჩვენ ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობას დავამტკიცებთ.

ვიდეოჩანაწერებს, მოწმეთა ჩვენებებს სრულყოფილი სამართლებრივი შეფასება, ანალიზი უნდა. სამართლებრივი მტკიცებულებები იმისა, რომ ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ რაიმე ქმედება ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგოდ, არ არის. ამის დადასტურებას ბრალდების მხარე ვერ შეძლებს ერთი მარტივი მიზეზი გამო, ვინაიდან მტკიცებულებები, რომელიც საქმეში არსებობს, იმის წინაპირობაა, რომ სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობებში დადასტურდეს ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობა“, - განაცხადა მოსიაშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 8 თებერვალს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა.

ოთარ ფარცხალაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცემას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს