რომან გოცირიძე ფარულ ჩანაწერებზე - თუ არ მოხდება მომხდარის გამოძიება, მაშინ ეს საქართველოს ძალოვანი უწყებების გაკეთებულია

თუ არ მოხდება მომხდარის გამოძიება, მაშინ ეს საქართველოს ძალოვანი უწყებების გაკეთებულია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ექვსი წლის განმავლობაში მოქმედ ხელისუფლებას არც ერთი მსგავსი ფაქტი არ გამოუძიებია.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ეს უკვე გასცდა ერთი ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლას.

„ძალიან მარტივია იმის გარკვევა, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან. გამოიძიებს მთავრობა ამ ფაქტს? მაშინ ვეტყვით მადლობას, ვინც ამას გამოიძიებს. არ გამოიძიებს? მაშინ ეს პირდაპირ საქართველოს ძალოვანი უწყებების გაკეთებულია. ეჭვი უფრო ამისკენ უნდა გვქონდეს ვინაიდან ამ ექვსი წლის განმავლობაში არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ იქნა გამოძიებული. როდესაც ერთი და იმავე სცენარი მეორდება და ჩვენ გვახსოვს, რომ მსგავსი ფორმით იყვნენ ადამიანები დაშანტაჟებული, ეს ნიშნავს, რომ ამას აკეთებს ხელისუფლება. ეს არ არის ერთი გავლენის მქონე ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლა პარლამენტში. ეს არის "ქართული ოცნების" წევრების პირდაპირი ტერორი. ვინც გაბედავს ურჩობას, იგი დაისჯება ნებისმიერი ფორმით. ეს უკვე გასცდა ერთი ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმას,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს