დავით მათიკაშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე - პოლიტიკა ბევრად უფრო მორალური უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის

ჩემი აზრით, პოლიტიკა უნდა იყოს ბევრად უფრო მორალური, ვიდრე არის დღეს,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მათიკაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, დაწყებულია გამოძიება და იკითხებიან ის ადამიანები, ვინც მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, დაწყებულია შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები. იკითხებიან ის ადამინები, ვინც ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. სიმართლე გითხრათ, მე თვითონ ასეთი რაღაც არ მინახავს, მაგრამ არის ამის შესახებ განცხადება, არის ამის შესახებ მოკვლევა და გამოძიება. რა თქმა უნდა, თვითონ სამწუხარო ფაქტია. ჩემი აზრით, პოლიტიკა უნდა იყოს ბევრად უფრო მორალური, ვიდრე არის დღეს. ეს ეხება აბსოლუტურად ყველას", - განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა