მარიამ ჯაში - თუ ვაუქმებთ მე-11 კლასის გამოცდას, მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასის გამოცდას წელს ერთჯერადად

საქართველოს პარლამენტის განათლების და კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ თუკი ხდება „მე-11 კლასის გამოცდების გაუქმება, არათანაბარ პირობებში ვაყენებთ მე-12 კლასის მოსწავლეებს".

როგორც ჯაშმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საკითხის განხილვა დეტალურად გასვლით სხდომაზე 13-15 თებერვალს მოხდება.

„თუკი ჩვენ ვაუქმებთ მე-11 კლასის გამოცდას, მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასის გამოცდას წელს ერთჯერადად, როდესაც ხდება სისტემური ცვლილება. ამიტომ, დამატებითი განხილვა მექნება მიხეილ ბატიაშვილთან. საბოლოო გადაწყვეტილება 13- დან 15 თებერვლამდე გვექნება მიღებული გასვლით სხდომაზე, სადაც ჩვენ დავამტკიცებთ საკანონმდებლო და საპარლამენტო ზედამხედველობის სამოქმედო გეგმას",- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი - მე-12 კლასისაც.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია