ადვოკატის განცხადებით, საქმეს უნდა  ჩამოშორდნენ ის გამომძიებლები და პროკურორები, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება

ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, რომ უმოკლეს ვადებში ჩატარდეს მნიშვნელოვანი ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები და პირველი პრეზიდენტის მკვლელები, რომლებიც მისი თქმით, ჯერ კიდევ აქტიურად არიან ინტეგრირებულები სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურებში, უმკაცრესად დაისაჯონ.

ადვოკატმა სამარცხვინო უწოდა გენერალური პროკურატურის მიერ გუშინ გავრცლებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიების გეგმა დაცვის მხარეს უნდა წარედგინა და ეს იმის ფონზე, როცა საქმის გამოძიებას თავად გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ხელმძღვანელობს.

ადვოკატის თქმით, გამსახურდიების ოჯახი ინარჩუნებს კომუნიკაციების ფორმას გენერალურ პროკურორთან, რომელთანაც გაიმართება შეხვედრა, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ საქმეზე და აქვს თუ არა საერთოდ აზრი ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებას იმ მოცემულობაში, როდესაც პროკურორი და სხვა ტიპის ინსტიტუციები ადვოკატის განმარტებით, არ ასრულებენ საკუთარ ვალდებულებას.

„ჩემი წუხილი მინდა დავაფიქსირო იმაზე, რომ პროკურატურა ავრცელებს ასეთ სამარცხვინო განცხადებას. ელემენტრაულად ცრუობს, ვინაიდან არანაირი შეთანხმება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა წარგვედგინა სამოქმედო გეგმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრისას. პირიქით, ამ საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებლობა გენერალურმა პროკურორმა აიღო და სრულიად გაუგებარია, თითქოს გენერალური პროკურორი ჩემგან ელოდება რაიმე გეგმის წარდგენას, რომ იმის მიხედვით იმოქმედოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადება არის საქმის გამომძიებლების და პროკურორების შემოქმედება. ჩვენ ვენდეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ერთადერთი კომპრომისი, რაც იმ მოცემულობაში ჩვენთვის მისაღები იყო, ეს იყო გენერალური პროკურორის პერსონალური განცხადება შეხვედრისას, რომ ის თვითონ უხელმძღვანელებდა გამოძიებას. ამიტომაც ვერანაირი საგამოძიებო გეგმა ჩვენი მხრიდან წარდგენილი ვერ იქნებოდა“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ადვოკატის თქმით, აბსურდია იმაზე აპელირება, რომ თითქოს ახლა გენერალური პროკურორი ზის და ადვოკატის მომზადებულ გეგმას ელოდება, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა განახორციელოს იმ საქმეზე, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობს.

„ეს გეგმა უნდა შემუშავდეს სამუშაო პროცესის შედეგად და ჩემი შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ როგორღაც ჩამოვყალიბებულიყავი. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სადაც კონკრეტულ საკითხებზე შევთანხმდით

მთავარია ჩვენთვის რეალური შედეგები. რეალური შედეგები შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველ რიგში, საქმეს ჩამოშორდებიან ის გამომძიებლები და პროკურორები, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიება. ჩვენ ყველას ერთად, ოჯახს, მასმედიას, საზოგადოებას რომ არ გვეყოჩაღა, დღეს პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიება იქნებოდა შეწყვეტილი“, - განაცხადა ადვოკატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა