გია აბაშიძე - პირადი ცხოვრებით შანტაჟი  წითელი ხაზია და რომელი მხარეც არ უნდა იყენებდეს მას, ის უკვე დამარცხებულია

კომპრომატების ომი უკვე დაწყებულია, პირადი ცხოვრებით შანტაჟი კი, წითელი ხაზია და რომელი მხარეც არ უნდა იყენებდეს მას, ის უკვე დამარცხებულია, - ამის შესახებ ექსპერტმა გია აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირადი ცხოვრება პოლიტიკურ დაპირისპირებაში საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

"ადრეც ვთქვი, რომ კომპრომატების ომი დაწყებულია, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაბიჯებასაც არავის ვუსურვებდი არც ამ და არც სხვა ქვეყანაში. კატეგორიულად მიუღებელია, პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენო შანტაჟის მეთოდები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. კარგი იქნება, ერთხელ და სამუდამოდ, სამაგალითოდ დაისაჯონ ამის ჩამდენები, გამავრცელებლები თუ მომფიქრებლები, რომ მეორე ადამიანს ამის სურვილი აღარ გაუჩნდეს. აქ უნდა ვიაქტიუროთ საზოგადოებამ. საზოგადოებამ ვიაქტიურეთ მოსამართლეთა სიის კრიტერიუმებზე და ეს თემა "უცხელესი" გახდა. ასევე უნდა გახდეს ესეც. როცა ვინმე პოლიტიკურ ბრძოლაში ასეთ ხერხს, ადამიანის პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობას იყენებს, ის უკვე დამარცხებულია, ვინც არ უნდა იყოს", - აღნიშნა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა