ივანე მაჭავარიანი – „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ ჩვენ მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ვართ

ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელიც საქართველოს უკავია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ინდექსში ლიდერის პოზიციები ხელს შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და სანდოობას.

„ძალიან საამაყოა „ღია ბიუჯეტის ინდექსი“, რომლითაც ჩვენ მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ვართ და ხუთ ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნათა რიგში შევდივართ ისეთ ქვეყნებთან ერთად როგორიც არის შვედეთი და დანია. ეს ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რადგან სწორედ მათ ჰქონდათ ყველაზე ხშირად პრობლემა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით. აღნიშნულ ინდექსში ლიდერის პოზიციები ხელს შეუწყობს მეტ სანდოობას, გამჭვირვალობას და ბიზნესისთვის გააადვილებს გზას ფინანსებთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.

კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დღეს გაიხსნა. კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა