“საპარტნიორო ფონდის“ შუამდგომლობით, ქართველი მეწარმეები ჩინეთის ბაზარზე შეღავათებით ისარგებლებენ

“საპარტნიორო ფონდის“ შუამდგომლობით, ქართველი მეწარმეები ჩინეთის ბაზარზე შეღავათებით ისარგებლებენ, - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ჩოლოყაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკის“ საგამოფენო სივრცის გახსნის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

„საპარტნიორო ფონდის“ პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საგამოფენო სივრცეში სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს პავილიონი მოეწყო, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ საქართველოს საექსპორტო და ტურისტული პოტენციალს გაცნობოდნენ.

„ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკის“ მიზანია ჩინეთში იმპორტირებული პროდუქციის პლატფორმის-თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რომელიც იმპორტიორებს სპეციალური ტარიფებით და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. „საპარტნიორო ფონდის“ შუამდგომლობით, ქართულ კომპანიებს სამი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ გამოიყენონ პროდუქციის საგამოფენო სივრცეები, ასევე, ქართველი მეწარმეები დამატებით, სასაწყობე, ლოგისტიკური, მარკეტინგული და სარეალიზაციო სერვისების შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ“, - განაცხადა ნინო ჩოლოყაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა შეხვედრები გამართა ქალაქ ჩაუხუს პარტიის პირველ მდივანთან, ქალაქ ჩაუხუს მერთან, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელებთან და პროვინციის უმსხვილესი სუპერმარკეტის ქსელის დამფუძლებლებთან.

ქართველი მეწარმეებისთვის ჩინეთის ბაზარზე შეღავათიანი პირობებით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკში“ გამართულ შეხვედრზე იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდსა და „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიულ პარკს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 2018 წლის ნოემბერში მოეწერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა