ირაკლი კობახიძე - არის სირთულეები, პრობლემები და გამოწვევები და ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სირთულეებზე ვიმუშაოთ

არის სირთულეები, პრობლემები და გამოწვევები. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სირთულეებზე ვიმუშაოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშს, სადაც საუბარია, რომ საქართველოში კორუფციის აღქმის ინდექსი მხოლოდ ორი პუნქტით გაუმჯობესდა.

„უნდა ჩავიხედოთ, რას ეფუძნება და როგორ ჩატარდა კვლევა. ჩვენთვის მთავარია, რომ რა პრობლემებიც არის, ის აღმოიფხვრას. არის სირთულეები, პრობლემები და გამოწვევები. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სირთულეებზე ვიმუშაოთ. შესაბამისად, ჩვენ არც კრიტიკას შევუშინდებით, თუ ამ კრიტიკას საფუძველი აქვს. კრიტიკა იმის საფუძველია, რომ ჩვენ ის სფეროები გავაუმჯობესოთ, სადაც გაუმჯობესება გვჭირდება,"- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა