მარიამ ჯაში - გამოცდებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის საკითხის მიწოდება შესაბამისად არ მოხდა, რადგან საუბარი იყო  ხედვაზე და არა გადაწყვეტილებაზე

ვფიქრობ, გამოცდებთან დაკავშირებით კომუნიკაცია და საზოგადოების მიმართ საკითხის მიწოდება შესაბამისად არ მოხდა, რადგან საუბარი იყო ხედვაზე და არა გადაწყვეტილებაზე, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჯაშმა აღნიშნა, სამინისტროს მიერ გუშინ წარმოდგენილი ხედვების განხილვა დეტალურად 13-15 თებერვლის გასვლით სხდომაზე მოხდება.

„გუშინდელი პრეზენტაცია ხედვა იყო და არა გადაწყვეტილება. აღნიშნული საკითხები ზოგადი განათლების კანონში ცვლილებებს მოითხოვს, შესაბამისად, აუცილებლად გვექნება კომიტეტში განხილვები და დეტალურად გავივლით ყველა შემოთავაზებულ ცვლილებას. რამდენადაც მოლოდინი შეიქმნა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია და მიწოდება საზოგადოებისადმი მოხდა არაშესაბამისად, რადგან საუბარი იყო ხედვაზე და არა გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ჩვენ დე ფაქტო აღმოვჩნდით გარკვეული მოლოდინის წინაშე როგორც აბიტურიენტების, ასევე მათი მშობლების და პედაგოგების მხრიდან.

დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლია პოზიტიურად შევაფასო რამდენიმე გადაწყვეტილება. მათ შორის, ზოგადი უნარების საგნის სავალდებულო ნუსხიდან ამოღება და არა გაუქმება, რამდენდაც სკოლები არ ამზადებენ მოსწავლეებს ამ გამოცდის ჩასაბარებლად. შესაბამისად, წლების განმავლობაში გვქონდა პირობები, როდესაც აბიტურიენტები და მშობლები იძულებული იყვნენ, მიემართათ კერძო მასწავლებლებისთვის, რაც ზოგიერთი ოჯახისთვის შესაძლოა არ ყოფილიყო ფინანასურად ხელმისაწვდომი. ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვაფასებ. ზოგადი უნარები რჩება არჩევით საგნებში და ნებისმიერ აბიტურინტს შეუძლია გამოიყენოს",- განაცხადა ჯაშმა.

გარდა ამისა, მარიამ ჯაში ამბობს, რომ რეფორმის განხორციელებისას განათლების ხარისხზე კომპრომისი არ უნდა მოხდეს.

„ცალსახად დადებითად ვაფასებ იმას, რომ 5 საგნის ჩაბარების შემთხვევაში თუ ერთი საგნის ჩაბარება იქნებოდა წარუმატებელი, საგრანტო უფლება ეხსნებოდათ აბიტურიენტებს, ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვაფასებ. გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის გაზრდაზე, მე-4 გამოცდასთან და საგამოცდო ბარიერების დაწესებასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, ავტონომიის გაზრდა არის დადებითი, თუმცა, შეიცავს რისკებს, რომ არ მოვახდინოთ განათლების ხარისხზე კომპრომისი. განათლების ხარისხი არის ყველაზე მთავარი ამოცანა ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისას",- განაცხდა ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული პრეზენტაციის თანახმად, 2019 წელს მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი მე-12 კლასისაც. ცვლილებები ეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც. კერძოდ, 2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, ის არჩევით გამოცდად დაამატონ. ამასთან, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდა ყველასთვის სავალდებულო იქნება. მესამე სავალდებულო საგანი კი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა