ალეკო ელისაშვილი - ეკა ბესელია როგორ მეხატება გულზე, მთელმა საქართველომ იცის, თუმცა მასთანაც კი ასეთი ბრძოლა გულის ამრევია

ეკა ბესელია მე როგორ მეხატება გულზე, ეს მთელმა საქართველომ იცის, თუმცა მასთანაც კი ასეთი ბრძოლა არის აღმაშფოთებელი და გულის ამრევი, - ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მასაც სთავაზობდნენ, რომ ეკა ბესელიას წინააღმდეგ „ათასი სიბინძურე“ გამოეყენებინა.

ეკა ბესელიასაც კი არ უნდა ებრძოდე ფარული ჩანაწერებით. ეს არის ამაზრზენი და ახლა მარჩიელობაა ის, ნეტავ ვინ ავრცელებს - უშიშროება, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს. უკვე დიდი ხანია პარტიიდან მის გაგდებას აპირებდნენ, ბესელია გაცილებით ჭკვიანია და ჩაებღაუჭა მოსამართლეების თემას და მოხერხებულად დაუტრიალა “ქართულ ოცნებას”. ბესელია დისკრედიტირებული იყო და „ოცნებას“ არ სურდა, რომ მათი სახელით ელაპარაკა. მეც მთავაზობდნენ ათას სიბინძურეს, რომ მის წინააღმდეგ გამომეყენებინა, მაგრამ მე არ ვიკადრე. მე არ გავიკარე ეს ხალხი, მე არ მაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება, საჯაროდ კი დავუპირისპირდები ნებისმიერს. თან ვინ ებრძვის ბესელიას - ივანიშვილი. სხვა საქმე „ოცნებას“ აღარ აქვს და ბესელიას კადრებით დარბიან”, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ვიდეო: ელისაშვილის რეაქცია - ბესელია არის დიდი ოხერი და შებერტყილი ქალი... მასთანაც კი ასეთი ბრძოლა გულის ამრევია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს