გარემოს ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე 2019 წელს ისევ აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

„მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა

21 იანვარს წერეთლის გამზირზე 1.7-ჯერ, ვაშლიჯვარში 1.4-ჯერ, ბათუმში 2.3-ჯერ, ხოლო ვარკეთილსა და ქუთაისში 1.5-ჯერ;

22 იანვარს - ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ და წერეთელის გამზირზე უმნიშვნელოდ;

23 იანვარს - ქ.ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო ბათუმში უმნიშვნელოდ.

24, 25, 26 და 27 იანვარს განვითარებული სინოპტიკური პროცესის, კერძოდ უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება.

წერეთლის გამზირზე 1.7-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.3-ჯერ, ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში 1.6-ჯერ; 25 იანვარს - წერეთლის გამზირზე 2.2-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და ბათუმში 1.4-ჯერ, ქუთაისში 2.3-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ; 26 იანვარს - ყაზბეგის გამზირზე 1.3-ჯერ, ვარკეთილში 1.2-ჯერ, ქუთაისში 1.7-ჯერ, ხოლო წერეთლის გამზირსა და ბათუმში 1.6-ჯერ; 27 იანვარს - წერეთლის გამზირზე 2.4-ჯერ, ბათუმში 1.8-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირზე, კარკეთილში, ვაშლიჯვარსა და ქუთაისში - 1.9-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ქუთაისში უმნიშვნელოდ. აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: თემქა, მე-9 კვარტალი, N-133-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე , თემქა, მე-9 კვარტალი, თემქა, მე-10 კვარტალი, N-22-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე , ჩარგლის ქ.N47-ი.

ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს