ნათია თურნავა - ჩვენი ჩართულობით პანკისის ხეობის მოსახლეობას და ინვესტორ კომპანიას შორის სანიმუშო შეთანხმება შედგა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის დაწყების საკითხი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, აგრეთვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი შეფასების დეპარტამენტის უფროსი მაია ბერაძე, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.

შეხვედრის დასაწყისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის მნიშვნელობას ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვა-განხორციელების დროს, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები.

მისი თქმით, მოლაპარაკება ინვესტორი კომპანიისა ხეობის მოსახლეობასთან რამდენიმე თვეა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით წარმატებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, აღნიშნულ პროცესში ასევე მონაწილეობდნენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები.

შეხვედრაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ინვესტორი კომპანიის „ფერის“ ხელმძღვანელმა ლაშა იორდანიშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ სარგებელზე, რომელსაც ხეობის მოსახლეობა მიიღებს როგორც სამშენებლო, ასევე ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ.

"ჩვენი ჩართულობით ხეობის მოსახლეობას და ინვესტორ კომპანიას შორის ძალიან სანიმუშო შეთანხმება შედგა. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი მოდელი, რომელსაც შევძლებთ და გავავრცელებთ სხვა მშენებარე მცირე სადგურების შემთხვევებზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შეკითხვები და პრეტენზიები, ხოლო ინვესტორს - პასუხისმგებლობა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, პანკისის ხეობაში დაგეგმილი მცირე ჰესების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, საქართველო მიიღებს ელექტროენერგიას, რაც თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ხოლო პანკისის ხეობა, მისი მოსახლეობა მიიღებს მთელ ჩამონათვალს სარგებლისა, იქნება ეს განახლებული ინფრასტრუქტურა, დასაქმება, ადგილობრივი გადასახადები და სხვა სიკეთეები, რასაც ეს პროექტი მოიტანს.

რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის შეფასებით, შეხვედრაზე მაქსიმალურად მოხერხდა როგორც მოსახლეობის, ასევე გარემოს დაცვითი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„ინვესტორიც უნდა იყოს კმაყოფილი, რადგან მას მუშაობა მოუწევს ძალიან კეთილგანწყობილ გარემოში, სადაც მისი მოგებაც იქნება გარანტირებული და ხალხის ინტერესებიც დაცული," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი იყვნენ ადგილობრივებიც, რომლებმაც როგორც მთავრობისგან, ასევე ინვესტორი კომპანიისგან მიიღეს კონკრეტული პასუხები მათ შეკითხვებზე. ასევე, კონკრეტული ჩამონათვალი პროექტებისა, რომლებიც უახლოეს პერიოდში ხეობის სოფლებში განხორციელდება.

როგორც აღინიშნა, ინვესტორი ხეობაში სახელმწიფოსთან ერთად განავითარებს ინფრასრუქტურას, რაც თავის მხრივ რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, მოაწესრიგებს ომალო-დუმასტურის სასმელის წყლის სისტემას, აღადგენს სოფელი დუისის სასმელი წყლის რეზერვუარს, მოაწყობს ბირკიანი - ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს, დაასაქმებს არანაკლებ 70 ადგილობრივ მოსახლეს, ყოველწლიურად ხეობაში დაფუძნებულ ფონდში შეიტანს დაახლოებით 120,000 ლარს და სხვ.

სამინისტროს ინფორმაციით, ხეობაში „ხადორი 3“ - ისა და „სამყურისწყალი 2“ - ის ჰიდროელექტროსადგურებს კომპანია „ფერი“ ააშენებს, რომელიც ჯამურად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შედეგად, ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტსთ. ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ამასთან, „ხადორი 3“ მცირე ჰესია და მისი დადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია, ხოლო „სამყურისწყალი 2“ - ის დადგმული სიმძლავრეა 27 მგვტ. მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია.

პანკისის ხეობაში „ხადორი 3“–ის ჰესის მშენებლობა 12 თვეში, ხოლო „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობა 30 თვეში დასრულდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა