სლოვაკეთის საგარეო უწყება - სამწუხაროდ მიგვაჩნია, სლოვაკეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენლების კონტაქტები სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლებთან

სამწუხაროდ მიგვაჩნია, სლოვაკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლების კონტაქტები სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტრო განცხადებით ეხმაურება ბრატისლავაში, “საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITF Slovakiatour-ში ე.წ. „აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის“ მონაწილეობას.

“სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო მიუღებლად

მიიჩნევს ე.წ. “აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის” მონაწილეობას 2019 წლის 24-27 იანვარს, კერძო კომპანია INCHEBA-ს მიერ ორგანიზებულ ოცდამეხუთე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITF SLOVAKIATUR-ში.

მრავალი წელია სლოვაკეთის რესპუბლიკა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს

სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. საქართველო არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა სლოვაკეთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რომლითაც დახმარებას ვუწევთ გარდაქმნის პროცესს, რეფორმების გატარებას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ძალიან სამწუხაროდ მიგვაჩნია, სლოვაკეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლების კონტაქტები სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლებთან ITF SLOVAKIATUR-ის ფარგლებში”, - ნათქვამია სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს