ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი - საქართველო წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის

დღესდღეობით, საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ამის მაჩვენებელია ყოველწლიურად 400 000-ით მეტი გადაყვანილი მგზავრი ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2010 წლიდან, რაც დაახლოებით, 9,3%-იანი ზრდაა ყოველწლიურად, - ამის შესახებ ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კონფერენცია თბილისის ტექნოპარკში ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“ ეგიდითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს. კონფერენცია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ჰენრიკ ჰოლოლეის განცხადებით, ეკონომიკური თვალსაზრისით, საავიაციო სექტორი ახლა აშკარა წინსვლას განიცდის.

„ძალიან გამიხარდა, როდესაც გავეცანი წინა წლის სტატისტიკას, რომელიც საქართველოში მგზავრთნაკადის ზრდას ასახავდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს აეროპორტებში 5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ და მათი რაოდენობა 23% პროცენტით გაიზარდა. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია,“ - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა