ნიკო ჩხეტიანი - ჩვენ განვახორციელეთ უპრეცედენტო სოციალური აქცია, 610 ათას ბენეფიციარს 4 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება ჩამოეწერა

ფონდი „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, სესხების განულების ინიციატივა საზოგადოებას საშუალებას მისცემს, რომ გააგრძელოს შემდგომი განვითარება ეკონომიკის მიმართულებით.

„ქვეყანაში გიგანტური ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრა მოხდა. მოგეხსენებათ, ჩვენ განვახორციელეთ უპრეცედენტო სოციალური აქცია, რაც გულისხმობდა ვალების ჩამოწერის პროგრამას. ჯამში 610 ათასი ბენეფიციარი ჰყავს პროგრამას, რომელთაც ჩამოეწერათ 4 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება, რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწვა მათ და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას. ვფიქრობ, ეს უკეთეს სასტარტო პოზიციებს აძლევს სრულიად საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას, რომ შემდგომი განვითარება გააგრძელოს ეკონომიკური კუთხით“, - განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.