საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტი ვაზისუბანში მდებარე „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის'' გაფიცვას გამოეხმაურა

ინფორმაცია, რომ „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის” თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდათ ან ამასთან დაკავშირებით პრობლემაა, დღეს პირველად გაჟღერდა და ჩვენთვის პირველად გახდა ცნობილი, - ამის შესახებ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა მაია ხომერიკმა “მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის” თანამშრომლების გაფიცვის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, მედიცინის ცენტრის დირექტორის განცხადება, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასის შემცირების საფუძველი სამინისტროს მიერ დაკისრებული სანქციები გახდა, სწორ შეფასებას არ წარმოადგენს, რადგან ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლებისთვის დაკისრებულ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, 2019 წლის 1-ელ თებერვლამდე მორატორიუმია გამოცხადებული.

“აღნიშნული დაწესებულება წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელს. გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელთათვის დაკისრებული საჯარიმო სანქციის თაობაზე 2019 წლის 1-ელ თებერვლამდე გამოცხადებულია მორატორიუმი. შესაბამისად, თუ პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს გეგმური კონტროლის ან რევიზიის ეტაპზე დაკისრებული აქვთ საჯარიმო სანქცია, სანქციის შესაბამისი თანხის დაკავების პროცესი შეჩერებულია 1-ელ თებერვლამდე. მიმწოდებელთან მიღება-ჩაბარების აქტი რა თანხაზეც ფორმდება, შესაბამისად, თანხის გადარიცხვაც ზუსტად იმ ოდენობით ხორციელდება. შესაბამისად, სახელფასო ბადის კორექტირების რაიმე საფუძველი ამ კუთხით მიმწოდებლის ადმინიტრაციას ნაკლებად ჰქონდა და ხელფასების ადმინისტრირება ძირითადად, მათი პრეროგატივაა. ეს ინფორმაცია, რომ მათ ხელფასები შეუმცირდათ ან ამასთან დაკავშირებით პრობლემაა, დღეს პირველად გაჟღერდა და ჩვენთვის პირველად გახდა ცნობილი”,- აღნიშნა მაია ხომერიკმა.

მისივე თქმით, აღნიშნული გაფიცვა სამინისტროსთვის გარკვეული მესიჯი იქნება, რომ საკითხი უფრო დეტალურად შეისწავლონ და ჩარევა მათი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ.

პროფკავშირების ინფორმაციით, ვაზისუბანში მდებარე „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრი'' გაფიცულია, რის მიზეზსაც არასათანადო სამუშაო პირობები წარმოადგენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს