კონკურენციის სააგენტომ სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. მონიტორინგის შედეგად, სასტუმროებსა და სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში, ფართო MFN პირობების (საუკეთესო ფასის გარანტია) გამოყენება საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებად არის მიჩნეული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, სააგენტომ ევროპის სახელმწიფოების კონკურენციის ორგანოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა გაიზიარა, რაც სასტუმროებთან დადებულ ხელშეკრულებებში კონკურენციის შემზღუდველი დებულებების კორექტირებას (ფართო MFN პირობების ვიწრო MFN პირობებით ჩანაცვლებას) გულისხმობს.

მონიტორინგის პროცესშივე, სამიზნე ჯგუფად განსაზღვრული სუბიექტებიდან, 4 ეკონომიკური აგენტის მხრიდან მოხდა კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო MFN პირობების კორექტირება ან ამოღება.

„მაგალითად, ერთ-ერთმა ეკონომიკურმა აგენტმა MFN პირობებთან დაკავშირებით, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიასა და პოლონეთში არსებულ სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების მსგავსად, გამონაკლისი დაუშვა საქართველოში არსებულ სასტუმროებთან დადებულ ხელშეკრულებებში. დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მხრიდან, MFN პირობებთან მიმართებაში, არ ჰქონია ადგილი კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო სახელშეკრულებო დათქმების გამოყენებას.

განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, სააგენტომ უზრუნველყო სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების მიერ, საქართველოში არსებულ სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების დებულებები (MFN პირობების ნაწილში) შესაბამისობაში მოსულიყო საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან,“ - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა