სალომე ზურაბიშვილი - პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება უნდა დასრულდეს

პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

პრეზიდენტი სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია.

„საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტი - პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა