შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5 150 თანამშრომელს, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო, ანაზღაურება 125 ლარით გაეზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5 150 თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით(დარიცხული) გაეზარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, დეპარტამენტში ხელფასის მატების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„პირველ ეტაპზე თანამდებობრივი სარგო იმ თანამშრომლებს გაეზარდათ, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო. მეორე ეტაპისთვის კი, ანაზღაურება ყველა ქვედანაყოფის თანამშრომელს გაეზრდება.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ბოლო ერთ წელში საკუთარი სახსრების სწორი განკარგვის შედეგად, ხარჯების დაზოგვით და 2019 წლის დეპარტამენტის ბიუჯეტის ოპტიმიზაციით, 5000-ზე მეტ დაცვის პოლიციელს ხელფასი დაახლოებით 20%-ით მოემატა.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ხელფასის ზრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს