გლდანის რაიონში სამი სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონში სამი ახალი სკვერი მოეწყო, - მის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გლდანის ხევის N3-N3 ა, N1-1 ა და მესამე ა მიკრორაიონის N23-24 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინვენტარი განთავსდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, დამონტაჟდა საბავშვო-გასართობი მოედნები.

ამასთან, სკვერის ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრა, მოეწყო განათებისა და წყლის სისტემები. სამივე სკვერში დაითესა ბალახი, N3-3ა და N23-24 კორპუსთან კი, ახლად მოწყობილ სკვერში ხე-მცენარეები დაირგო.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პარლამენტის და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან, შალვა ოგბაიძესთან და ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„გლდანის რაიონს კიდევ სამი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა. სკვერებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ კომფორტულად დაისვენოს. მსგავსი სივრცეების მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სხვადასხვა მისამართზე წელსაც არაერთ სკვერს მოვაწყობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა