ეკონომიკის მინისტრი - დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას გავლენა არ აქვს „თიბისი ბანკზე“

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას გავლენა არ აქვს „თიბისი ბანკზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რითაც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, აქვს თუ არა რაიმე გავლენა ხელისუფლებას იმ პროცესებზე, რომელიც "თიბისი ბანკში“ მიმდინარეობს.

მინისტრის თქმით, ის „თიბისი ბაკის" საქმეს დეტალურად არ იცნობს.

„შესაძლებელია, დროში დაემთხვა „თიბისი ბანკში" საკადრო გადაადგილებები, მაგრამ მართალი გითხრათ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ადგილი არ აქვს. კერძოდ, რა ხდება „თიბისი ბანკში“, მართალი რომ გითხრათ, დეტალურად ვერ ვადევნებ თვალყურს და ამაზე დეტალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან „თიბისი ბანკის“ ტოპ მენეჯმენტის შემადგენლობა შეიცვალა. კერძოდ, 1-ლი იანვრიდან პოსტი დატოვა ბანკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ პაატა ღაძაძემ. „თიბისი ჯგუფის“ განცხადების თანახმად, ღაძაძე საქმიანობას როგორც „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი ისე გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, პროკურატურა 2008 წელს „თიბისი ბანკის“ მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ ტრანზაქციაზე გამოძიებას აწარმოებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა