გამომცემლობა „პალიტრა L“ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს უერთდება

საქართველოში უკვე მეოთხედ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნება და ღონისძიებას გამომცემლობა „პალიტრა L“ უერთდება.

"პალიტრა L"-ის ინფორმაციით, ღონისძების ფარგლებში „პალიტრა L“ მკითხველებს 1 და 2 თებერვალს წიგნის კითხვის საღამოებზე ეპატიჟება.

„1 თებერვალს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეა“ (ჭავჭავაძის #7) და „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ (ბახტრიონის #11ბ) გიმასპინძლებთ. „წიგნის სახლში ბახტრიონზე“ მწერლებთან, თეა ინასარიძესთან და ტორესა მოსისთან ერთად წაიკითხავთ წიგნებს საჯაროდ, ხოლო „ბიბლუსი გალერეაში“ თქვენთან ერთად ამონარიდებს საყვარელი წიგნებიდან კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები: იაგო თვალაბეიშვილი და შორენა ხუხუა წაიკითხავენ.

2 თებერვალს კი, 16:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ (ჭავჭავაძის #7) და 17:00 საათზე მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ (ჭავჭავაძის #17ბ), ასევე, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები გიმასპინძლებენ. „ბიბლუსი გალერეაში“ თათული ღვინიანიძე, გვანცა გუბელაძე და ნათია ჯაგოდნიშვილი; მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ - ელის დოჯსონი, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი.

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ინიციატივით ტარდება. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია „Litworld”, - ნათქვამია "პალიტრა L"-ის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა