ივანე მაჭავარიანი - ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელზეც აიგო 2019 წლის ბიუჯეტი, ესაა ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში

ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელზეც აიგო 2019 წლის ბიუჯეტი, ესაა ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა სპეციალური პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკის ახალი გლობალური ინიციატივა „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ“ ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

„ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება არის ყველაზე პროდუქტიული დაბანდება, ამ მიმართულებით გაზრდილ ინვესტიციებს ძალიან მაღალი უკუგება ექნება. ეს მოდელი ხელს უწყობს ქვეყნას ჰყავდეს უფრო განათლებული და მოტივირებული მოქალაქეები, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან ინოვაციებზე. გვაქვს ამბიცია, ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად წავიწიოთ წინ „ადამიანური კაპიტალის ინდექსში“. ზუსტად ის, რომ 2019 წლის ბიუჯეტი, ასევე, შემდგომი წლების ბიუჯეტებიც ამ ფილოსოფიით დაიგეგმება, გვაძლევს ყველა შესაძლებლობას, მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიოთ ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით, რაც მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.

კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა