მანდარინის ექსპორტმა 29,723 ტონა შეადგინა

ბოლო მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა 29,723 ტონა შეადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გასული წლის ამავე პერიოდში 23,122 ტონა იყო ექსპორტირებული.

სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (19,836 ტ) და უკრაინა (6,424 ტ), ასევე სომხეთი (2,767 ტ), უზბეკეთი (261 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ).

მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 20 იანვრის მდგომარეობით, 13,638 ტონა შეადგინა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 8,320 ტონას შეადგენდა.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501) მოქმედებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა