ირაკლი კობახიძე ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ,,ძველი კიმონოს" პრეზენტაციას დაესწრო

კიდევ მეტი წარმატება გვინდა ძიუდოში განსაკუთრებით და ამისთვის, ვფიქრობ, რომ ყველაფერი კეთდება, რაც გასაკეთებელია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფილმის პრეზენტაციაზე. მისივე თქმით, ახალი დოკუმენტური ფილმი თავის წვლილს შეიტანს სპორტის პოპულარიზაციაში.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ, ზოგადად, სპორტი და თავისი გამორჩეული ადგილი აქვს, რა თქმა უნდა, ძიუდოს. ჩვენი ინტერესია მაქსიმალურად განვითარდეს, ზოგადად, სპორტი ჩვენს ქვეყანაში. კიდევ მეტი წარმატება გვინდა ძიუდოში განსაკუთრებით და ამისთვის, ვფიქრობ, რომ ყველაფერი კეთდება, რაც გასაკეთებელია.

ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის პოპულარიზაცია და ეს ფილმიც თავის წვლილს შეიტანს, ბუნებრივია, სპორტის პოპულარიზაციაში. მინდა წარმატებები ვუსურვო ქართულ სპორტს, ჩვენს სპორტსმენებს და ჩვენს ძიუდოისტებს“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსხურიდან აცნობეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ფილმის პრეზენტაციაზე დასწრებისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს პატივი დაგვდეთ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე და მობრძანდით ფილმის ჩვენებაზე. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ სპორტი გვაინტერესებს და გვაინტერესებს წარმატებები“, -განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

დოკუმენტური ფილმი ,,ძველი კიმონო", რომლის პრეზენტაცია საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა, ძიუდოს ქართული კლუბის ,,ბლექ თაიგერის" და ლატვიური კლუბის ,„ლიდოს" ერთობლივი პროექტია.

ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრები, მოქმედი და ვეტერანი ძიუდოისტები, ძიუდოს მწვრთნელები, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ლატვიიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან.

ფილმის პრეზენტაციის შემდეგ, პარლმენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოლიმპიური მუზეუმიც დაათვალიერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა