აშშ-ს მთავრობამ ხუან გუაიდოს ამერიკულ ბანკებში ვენესუელას მთავრობისა და ცენტრალური ბანკის ანგარიშების ნაწილზე წვდომა მისცა

აშშ-ს მთავრობამ ვენესუელას დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს ამერიკულ ბანკებში ვენესუელას მთავრობისა და ცენტრალური ბანკის ანგარიშების ნაწილზე წვდომა მისცა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს უფლება ვენესუელას მთავრობის ან ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე არსებული აქტივების მიღებაზე და მათ კონტროლზე, რომელიც ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო და სხვა ბანკებში ინახება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ვენესუელას ლეგიტიმურ მთავრობას ხელს შეუწყობს, „აქტივები დაიცვას ვენესუელელი ხალხის საკეთილდღეოდ“.

„მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს, ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარონ და ანალოგიური ნაბიჯები გადადგან ვენესუელას მემკვიდრეობის შემდგომი ძარცვისგან დასაცავად მადუროს კორუმპირებული რეჟიმის მხრიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს