„საპარტნიორო ფონდთან“ K-water-ის პრეზიდენტმა  ნენსკრა ჰესის პროექტის 2019 წლის გეგმები განიხილა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე კორეის უმსხვილესი წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ის აღმასრულებელ დირექტორს ჰაკსუ ლის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, შეხვედრაზე ნენსკრა ჰესის პროექტის მიმდინარე სტატუსი და 2019 წლის გეგმები განიხილეს, მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს კომპანია “ნენსკრა ჰიდრო” აწარმოებს, რომელიც K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

„მხარეებმა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს და პროექტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს. K-Water-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქვეყნის მთავრობასა და „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს პროექტის ეფექტიანი ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ნენსკრა ჰესის მშენებელობის პროცესი საერთაშორისო კონვენციების პირობების დაცვით მიმდინარეობს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის განმავლობაში განხორციელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს“, - ნათქვამია „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციაში.

„პროექტთან დაკავშირებული ყველა დეტალი ზედმიწევნით გათვლას საჭიროებს. პროექტის განხორციელებისთვის მიმდინარეობს გარემოსდაცვითი, რეგიონული და სხვა საკითხების შესწავლა, რომელშიც ჩართულები არიან დარგის სპეციალისტები და კვალიფიციური ექსპერტები. ჩვენ ვითვალისწინებთ ადგილობრივი მოსახელობის ინტერესებს და მათთან ინტენსიური კავშირი გვაქვს, პროექტი ყველა საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება, რასაც გარკვეული დრო დაჭირდა“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდი“ სს „ნენსკრა ჰიდროს“ აქციონერია და ნენსკრა ჰესის პროექტის დაწყების დღიდანვე K-water-ის სანდო ბიზნეს-პარტნიორი. ჩვენს კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას ნენსკრა ჰესის პროექტის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი მიზანია, ეს თანამშრომლობა მომავალშიც განვითარდეს“, - აღნიშნა K-water-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაკსუ ლიმ.

აღსანიშნავია, რომ კორეის წყლის რესურსების კორპორაციის K-water–ის აღმასრულებელი დირექტორი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჰაკსუ ლი საქართველოს ეკონომიკის მინისტრსა და ქვეყნის ეკონომიკური გუნდის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეგახსენებთ, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია. ჰიდროელექტრო სადგური საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია კი მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო