ჯოზეპ ბორელ ფონტელესი - საქართველოში პოლიტიკური ვითარება სტაბილურია და ესპანეთი მას უსაფრთხო ქვეყანად მიიჩნევს

საქართველოში პოლიტიკური ვითარება სტაბილურია და ესპანეთი საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად მიიჩნევს, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და ევროკავშირის მინისტრმა ჯოზეპ ბორელ ფონტელესმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსსახურის ინფორმაციით, მან ყურადღება გაამახვილა პოზიტიური მიგრაციის ფაქტორზეც, როდესაც ესპანეთში სწავლის მსურველი სტუდენტები ჩადიან და ასევე ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის ფაქტებზე, რაც მისი განცხადებით, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების არასწორ ინფორმირებულობას, თითქოს ესპანეთში ცხოვრების უფლებისა და თავშესაფრის მოპოვება მარტივია.

”თავშესაფრის მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ შენს ქვეყანაში იდევნები პოლიტიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე და ითხოვ საერთაშორისო დაცვას, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური ვითარება საქართველოში სტაბილურია და ის უსაფრთხო ქვეყნად მიგვაჩნია, შესაბამისად არასწორია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და იმის მტკიცება, რომ ესპანეთში თავშესაფრის მოპოვება ადვილია და საჭიროა მხოლოდ პოლიტ.დევნილის სტატუსის მოპოვება. არსებული მდგომარეობა მიუთითებს იმაზე, რომ მოქალაქეები შეცდომაში შეყავთ. იმედი მაქვს რომ ეს ნაკადი შეწყდება და მოქალაქეები არ დაიხარჯებიან იმ მიზნისთვის, რომლის მიღწევაც შეუძლებელია“, - განაცხადა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და ევროკავშირის მინისტრმა ჯოზეპ ბორელ ფონტერესმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო