ივანე მაჭავარიანი - ჩვენი ინიციატივაა, ქვეყნებმა მოახდინონ მათთან წარმოებულ საქონელზე გაცემული სერტიფიკატების ბლოკჩეინში განთავსება

„ჩვენი ინიციატივაა, ქვეყნებმა მოახდინონ მათთან წარმოებულ საქონელზე გაცემული სერტიფიკატების ბლოკჩეინში განთავსება“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.

ივანე მაჭავარიანმა სპეციალური პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მოგვარდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც უკავშირდება ე.წ. წარმოშობის სერტიფიკატების გაყალბებას.

„წარმოშობის სერტიფიკატები (Euro1 და CT1) ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც ორმაგი ხელშეკრულების საფუძველზე საბაჟო გადასახადის შეღავათიან რეჟიმით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს გადამხდელს, ამიტომ ეს დოკუმენტი ხშირად ყალბდება. ასევე, საბაჟო ორგანოები ფიზიკურად ცვლიან ხელმომწერი პირების ხელმოწერების და ბეჭდების ნიმუშებს. ჩვენი ინიციატივა სრულად დაიცავს წარმოშობის სერტიფიკატებს გაყალბებისგან. ამ მიზნით, ჩვენ ბლოკჩეინში განვათავსეთ სერტიფიკატები, შევქმენით პროგრამული მოდული, რათა პარტნიორი ქვეყნების მებაჟეებმა შეძლონ სერტიფიკატების იდენტიფიცირება. ამჟამად, ვმუშაობთ სატესტო რეჟიმში. იმედი გვაქვს, ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. თქვენ იცით, რომ მე ტექნოლოგიების სფეროდან მოვდივარ და როდესაც ვსაუბრობთ გაციფრულებაზე, ინოვაციებზე, სწორედ ასეთი სიახლეები და ექსპერიმენტები გვაძლევს საშუალებას, შევაღოთ სარკმელი ციფრულ სამყაროში და ეს უნდა ხდებოდეს, პრაქტიკულად, ყველა სფეროში. ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ იმდენ პროცესსა და ტრანზაქციას გადავიტანთ ციფრულ სივრცეში, რომ უახლოეს 3-5 წელიწადში, გვექნება თვისობრივად სხვა გარემო დიგიტალიზაციის მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა