„ბიზნესპრესნიუსი“ - მთავრობა 2019 წელს 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსულ თაფლს შეიძენს

საქართველოს მთავრობა 2019 წელს 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსულ თაფლს შეიძენს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ წერს. მათივე ინფორმაციით, აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენს.

ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული. კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, თაფლის შესყიდვის) ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადება წარადგინა შპს „ვ.ტ."-მ. კომისიამ კი სატენდერო წინადადება 2019 წლის 16 იანვარს განიხილა. შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება. პრეტენდენტი კი ვალდებულია, რომ თაფლის ნიმუში და შესაბამისი დოკუმენტები მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს.

აღსანიშნავია, რომ შპს „ვ.ტ“-ს ასპროცენტიანი წილის მფლობელი იური ჯოგლიძე ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, რუსული წარმოების შპს „აპიდეის“ თაფლს საქართველოს მთავრობას კილოგრამს 14 ლარად მიჰყიდის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს