ფრანსუა პეშო - სავალუტო ფონდი საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს

რა თქმა უნდა სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საპენსიო რეფორმას, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ საპენსიო რეფორმის შეფასებისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საპენსიო რეფორმას. ახლა აგიხსნით რატომ ვთვლით, რომ საპენსიო რეფორმა საქართველოში უნდა ჩატარდეს. პირველ რიგში ეს დაეხმარება საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს დააგროვონ მეტი თანხა და საპენსიო ასაკის დროს უზუნველყონ საკუთარი თავი. საპენსიო რეფორმა ასევე ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. საპენსიო რეფორმა, მოგვცემს საშუალებას სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებისათვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო სისტემა სარგებლობდეს კარგი რეპუტაციით. ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, თუმცა ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ დაგროვება არის სწორი გზა წარმატებული რეფორმისათვის“, - განაცხადა ფრანსუა პეშომ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს